18 მარტს ახალქალაქის სპორტკომპლექსში კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთისა და ირანის სპორტსმენებმა.
ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ: 20 სპორტსმენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიიდან, ს. სათხესა და არაქალის მწვრთნელები კარენ შქოიანისა და სერგეი ტონაკანიანის ხელმძღვანელობით.
რადიო NOR-თან საუბარში სერგეი ტონაკანიანმა თქვა: “ეს ტურნირი ჩვენთვის ტრადიციად იქცა. უკვე მეხუთე წელია, რაც ვატარებთ. 19 მარტს ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც სპორტსმენები მედალებით, თასებითა და ქამრებით დაჯილდოვდნენ.
დაწვრილებით ჩვენს აუდიო მასალაში.