თავისუფლებისა და ერზრუმის ქუჩების გადაკვეთაზე წყალსადენი მილი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც წყალი გზის ზედაპირზე გადის.
როგორც ამ ქუჩების მაცხოვრებლები ამბობენ, უკვე ერთი კვირაა, რაც ეს სიტუაციაა ქუჩაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ნინოწმინდის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელს, არზუნ გოროიანს.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დღეს კომპანიის თანამშრომლები ნინოწმინდა-დიდი ხანჩალის წყალსადენი არხის რემონტზე მუშაობენ. ხვალ უკვე შეძლებენ თავისუფლებისა და ერზრუმის ქუჩის გადაკვეთაზე სამუშაოების განხორციელებას.
რადიო NOR-ი განვითარებული მოვლენების შესახებ შემდგომ მასალებში გაცნობებთ.