ნინოწმინდის მუსიკალური სკოლის მედოლეების ანსამბლი, სარიბეკ ღარსლიანის ხელმძღვანელობით, 25 მარტს თბილისში იმყოფებოდა.
ფესტივალზე ცეკვის, სიმღერისა და ხალხური ჰანგების ნომრებით გამოვიდნენ მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ნინოწმინდიდან ანსამბლი “კავკასიური რითმები” და ცეკვის ანსამბლი იმყოფებოდა. მედოლეების ანსამბლმა, რომელიც 23 სხვადასხვა ასაკის მონაწილესგან შედგება, პირველი ადგილი დაიკავა. მათ ჯილდო, დიპლომები და მედლები, გადაეცათ.
როგორც ხელმძღვანელი, სარიბეკ ღარსლიანი ამბობს, ანსამბლი სომხეთიდან ელოდება მოწვევას, ასევე სიღნაღში იგეგმება მასშტაბური ფესტივალი, სადაც სავარაუდოდ, იგივე ანსამბლი გავა. ღარსლიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა იმისათვის, რომ უფრო მეტ ფესტივალზე შეძლონ მონაწილეობის მიღება. “უხერხულია, როდესაც მშობლისგან თანხას ითხოვ იმისათვის, რომ კვების სახსრები უზრუნველყო.” – ამბობს ის.
დეტალები აუდიო მასალაში.