გორელოვკაში ადგილობრივი რძის გადასამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლები, საპროტესტო აქციაზე არ გასულან.
“თუ მათ არ აქვთ სინდისი, მაშინ სახელმწიფომ გააკეთოს რამე”, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
მოსახლეობის თქმით, ადგილზე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რძის ყიდვა 1.80 ლარში შესთავაზეს.
3 აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის სასოფლო თემის 5 სოფლის მოსახლეობა გორელოვკის ცენტრში შეიკრიბა, რძის ფასების დაწევასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატავად. პირველ აპრილს ადგილობრივმა რძის გადამამუშავებელმა ქარხნებმა ერთი ლიტრი რძის ფასი 1.60 ლარამდე დაწიეს. სწორედ ამან გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. მაგრამ დღესდღეობით მოსახლეობას არ აქვს საკუთარი პროდუქტის სათანადო ფასად გაყიდვის შესაძლებლობა․
ამის შესახებ რადიო NOR-ს შაქრო მკრტჩიანმა, ერთ-ერთმა მკვიდრმა შეატყობინა.
“ამბობენ, ყველი გაიაფდაო. კი, ყველი შეიძლება გაიაფდეს. ჩვენს მიერ წარმოებულ რძეში ფხვნილს ურევენ და აფუჭებენ რძესაც და ყველსაც, ამიტომაც იაფდება და ვერ ყიდიან. ჩვენგან ერთ ლარში ყიდულობენ და 100-ად ყიდიან. ყველა პროდუქტი გაძვირდა ახლა, რძის გარდა. წყალზე იაფი გახდა რძე. როგორ უნდა ვიცხოვროთ? თივის ფასი 10 ლარამდე ავიდა, პირუტყვი როგორ უნდა შევინახოთ? პურისთვისაც კი აღარ გვეყოფა ფული.” – ამბობს ის.
გორელოვკის სასოფლო თემის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ არ ჩააბარებს რძეს მანამ, სანამ არ დააწესებენ მათთვის სასურველ თანხას.
ამასთან დაკავშირებთ ჩვენ ასევე სასოფლო თემის წარმომადგენელს, მნაცაკან ბაბაჯანიანს დაველაპარაკეთ. მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რძის ფასი არ უნდა იყოს 1,80 ლარზე ნაკლები. ბევრი რძეს ძვირად ყიდულობს.
დეტალები ჩვენს აუდიო-მასალაში.
აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ რადიო NOR-ის ჟურნალისტებიც თამაშობდნენ.