ნინოწმინდაში მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა იზრდება: გამოწვევები და გადაწყვეტილებები

ნინოწმინდაში მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა იზრდება: გამოწვევები და გადაწყვეტილებები

ქალაქ ნინოწმინდაში მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც არა მხოლოდ უკმაყოფილობას, არამედ შიშს იწვევს მოსახლეობაში.

ხალხი ჩივის იმაზე, რომ ძაღლები ჯგუფებად დადიან და ბავშვებსა და დიდებს თავს ესხმიან, რაც გარეთ გასვლას, განსაკუთრებით საღამოს, შეუძლებელს ხდის. გარდა ამისა, მოსახლეობა შინაური ფრინველების დაკარგვის შესახებ გვაცნობებენ.

ქალაქის მკვიდრ, ანდრანიკ პოდორლიანის თქმით, საჭიროა ზომების მირება მოხეტიალე ძაღლების რაოდენობის შესამცირებლად, რათა ხალხმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. “გვესმის, რომ არ შეიძლება მათი დახოცვა, მაგრამ რამის გაკეთება საჭიროა.” – ამბობს ის.


მოხეტიალე ძაღლები ნინოწმინდის მოსახლეობას თავს ესხმიან


ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გვაცნობეს, რომ 2023 წელს ძაღლის თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 16-ს შეადგენს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა დიდი არაა. თავდასხმების რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, რადგან ბევრი მაცხოვრებელი არ აცხადებს ინციდენტს.

რაც შეეხება 2022 წლის სტატისტიკას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კბენის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი კატის ნაკბენი იყო, დანარჩენი 50 ძაღლის ნაკბენი.

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ცხოველების მიმართ სისასტიკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძაღლების მოკვლა პრობლემას არ გადაჭრის. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს, მაგრამ ამ დროისთვის ამისთვის გამოყოფილი თანხა და პროექტები არ არის.

Radio NOR · Увеличение числа бродячих собак в Ниноцминде: вызовы и решения