მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ნინოწმინდაში აქტიურად დაიწყო ასფალტირების სამუშაოები. ამჟამად ჰოვსეფიანისა და თავისუფლების ქუჩებზე მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ნიადაგის დამუშავების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს ატარებს კომპანია “ჯავახავტოგზა”, რომელიც წლების მანძილზე მუნიციპალიტეტში გზების მიმართულებით მუსაობს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ამ ეტაპზე მიწის ფენას აშორებენ, რის შემდეგაც დაიწყებენ გასწორებას და ასფალტის დაგებას.

საცხოვრებელი სახლების მოსახლეობა ამბობს, რომ ამას დიდხანს ელოდნენ.

რაც შეეხება სასოფლო გზებს, სპასოვკა-ორლოვკას გზის მოასფალტებისთვის 1 631 387 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნინოწმინდაში 10 ქუჩის ასფალტირებისთვის შემდეგი თანხაა გამოყოფილი: ნინოშვილის ქუჩა – 46 411 ლარი; დუმბაძის ქუჩა – 303 466 ლარი; თავისუფლების No54, No56 მისამართის მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები – 150 895 ლარი; ჰოვსეფიანის No18-ში მრავალსართულიანი კორპუსის ეზო – 94579 ლარი; ჯაფარიძის ქუჩა – 66898 ლარი; მეგობრობის ქუჩა – 192 577 ლარი; ძერჟინსკაიას ქუჩა – 156 805 ლარი; ვანის, ჰოვსეფიანის, პუშკინის შესახვევები – 123 971 ლარი.


იხილეთ ასევე: