ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მალე საგაზაფხულო ხვნა-თესვა დაიწყება.
ყოველწლიურად სათესლე მასალა, სასუქი და მიწის დამუშავების ფასები იცველბა. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა ჯდება კულტურების მოსაყვანად მიწის დამუშავება და მარცვლეული კულტურების დათესვა.
სათესლე მარცვლეულის ღირებულება დამოკიდებულია მის ხარისხზე, ჯიშზე და მწარმოებელზე. საშუალოდ კილოგრამ ხორბლის თესლზე ფასი 1 ლარიდან 1,20 ლარამდე მერყეობს, ქერი – 90 თეთრი, შვრია – 1,10 ლარამდე.
მიწის დასამუშავებლად გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები და აღჭურვილობა, რომლებიც ძვირი ჯდება. მიწის დამუშავების ღირებულება დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე, ნაკვეთის ზომაზე და დამუშავების არჩეულ მეთოდზე.
საშუალოდ, მარცვლეული კულტურების დათესვა შარშან 100 ჰექტარზე 2 ლარი იყო, 100 ჰექტარზე ხვნა – 3,50 ლარიდან 4 ლარამდე.
როგორც მემანქანეები აცხადებენ, სამუშაოების დაწყებამდე, ალბათ, ფასი იგივე დარჩება, რაც გასულ წელს. კი, საწვავი გაიაფდა, მაგრამ სათადარიგო ნაწილები ძვირია, რაც ფასებზეც მოქმედებს.
ნინოწმინდელები ამბობენ, რომ აზრი არ აქვს ამდენი ძალისხმევისა და ფულის ჩადებას ბიზნესში, რომელსაც არ მოაქვს სარგებელი. მიწის დამუშავების ფასები ძალიან მაღალია და ყოველწლიურად იზრდება.
ბევრისთვის მარცვლეულის მოყვანა შემოსავლის წყაროა, ზოგი კი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მიწას თესავს სახლში გამოყენებისთვის.