ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სამსახურისთვის ახალი ტექნიკა (ტრაქტორი) შეიძინა.
ტექნიკის შესაძენად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი გამოიყო. ტენდერი MAR MOT-მა 83 958 ლარის ოდენობით მოიგო.
როგორც ანდრანიკ ბდოიანმა აღნიშნა, ეს ტექნიკა ბევრად გააადვილებს კომუნალური სამსახურის მუშაობას. ეს არის მრავალფუნქციური ტრაქტორი, ზაფხულში ქუჩებს ჭუჭყისაგან გაწმენდს, ზამთარში კი თოვლს ტროტუარებიდან.
როგორც ანდრანიკ ბდოიანმა აღნიშნა, ამ დღეებში ტექნიკა საქალაქო სამსახურს გადაეცემა, ქალაქში კი დასუფთავება განრიგის მიხედვით დაიწყება.
ასევე დავამატებთ, რომ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური აღჭურვილობა და ტანსაცმელი აქვთ.
ანდრანიკ ბდოიანის თქმით, სპეცტანსაცმელი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მუშაობენ დილით ადრე და საღამოს, ამიტომ კომბინიზონის რეფლექტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის.