დღეს, 24 აპრილს, ნინოწმინდის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
სხდომაზე ნინოწმინდის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა, სამველ არზუმანიანმა დეპუტატებს ცვლილებების დოკუმენტი წარუდგინა, რის თანახმადაც:
- დოკუმენტაციის არქივაციისთვის 1 800 ლარია გამოყოფილი;
- ნინოწმინდაში, ხოჯაბეკის ნაწილში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის სასმელი წყლის ლოკაციის მშენებლობისთვის – 20 000 ლარი;
- ჟდანოვში, ეფრემოვკაში, კათნატუსა და ოროჯალარში საბავშვო მოედნების რემონტზე 20 000 ლარი დაიხარჯება.
- ქალაქ ნინოწმინდაში მაღალი სადროშე ბოძი და დროშა დამონტაჟდება, რისთვისაც 23 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი ამისათვის უკვე გამოცხადებულია.
- სოფელ განძაში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 18 000 ლარი იქნება გამოყოფილი.
- 15 000 ლარი კი სამცხე-ჯავახეთში ტურისტული მარშრუტის განსაზღვრისთვის ორგანიზაციის დასაფინანსებლად.
იხილეთ ასევე:
მერიამ საქალაქო სამსახურისთვის ახალი ტექნიკა შეიძინა
მართვის მოწმობის აღების პროცესი რთულდება – ნინოწმინდელების აზრი