განახლება
ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნინოწმინდის მერიამ რადიო NOR-ს არაოფიციალურად აცნობა, რომ 27’000 ლარის ოდენობის თანხა, რომელიც სატელეფონო ზარებისთვის იყო გამოყოფილი, ეხება როგორც მერიას, ასევე საკრებულოს. მათ შორის მთლიანი თანხიდან 6’840 ლარი მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 20’160 ლარს მერია თავისი თანამშრომლებისთვის გამოიყენებს. რადიოს რედაქცია დააზუსტებს ინფორმაციას და შეგატყობინებთ, თუ რატომ იყო “დაშვებული უზუსტობა”, და საეღოდ – არის თუ არა ეს უზუსტობა? მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ღიაა და მასში არსებული ყველა ცვლილება სახელმწიფო პორტალზე უნდა იყოს ასახული.
ჩვენ ნინოწმინდის თვითმმართველობისგან ოფიციალურ შეტყობინებას ველით არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ფაქტთან დაკავშირებით. რადიო NOR იცავს ინფორმაციის სიზუსტეს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი – რადიოს ჟურნალისტს თუ ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელს.
ქვემოთ მოცემულია დოკუმენტები (სახელმწიფო ენაზე) ციფრული ხელმოწერით. ისინი მიღებულია კანონის საფუძველზე და დადასტურებულია ციფრული ხელმოწერით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2023 წელს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების სამუშაო სატელეფონო ზარებისთვის დაახლოებით 34 000 ლარი გამოიყო. რადიო NOR-მა წერილობით მიმართა ნინოწმინდის მერიასა და საკრებულოს, დეტალების დასაზუსტებლად.
ნინოწმინდის საკრებულოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბიუჯეტიდან სატელეფონო ზარების განსახორციელებლად თანამშრომლებისთვის 6’840 ლარია გამოყოფილი. აქედან 1’223 ლარი პირველ კვარტალშია დახარჯული. წერილში, რომელიც მივიღეთ, ეწერა, რომ ზარების კონტროლის კანონით დადგენილი უფლებამოსილება უწყებას არ გააჩნია.
ნინოწმინდის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანამშრომლების სატელეფონო ზარებისთვის 27000 ლარი გამოიყო, საიდანაც პირველ კვარტალში 3110 ლარი დაიხარჯა. დარჩენილი თანხა წლის ბოლოს უბრუნდება ადგილობრივ ბიუჯეტს ნაშთის სახით.
ნინოწმინდის საკრებულოში 38 ადამიანი მუშაობს: 30 დეპუტატი და 8 შტატიანი თანამშრომელი. ნინოწმინდის მერიაში კი 112 თანამშრომელი: სპეციალისტები, კონტრაქტორები და ა.შ. როგორც ნინოწმინდის მერიაში გვითხრეს, სატელეფონო საუბრის წუთებთან დაკავშირებულ შესაძლებლობას ყველა თანამშრომელი არ იყენებს.
ცნობისთვის
“მაგთიკომის” მომხმარებლებისთვის 180 წუთი ერთთვიანი ვადით 10 ლარი ღირს, (120 ლარი წლიურად ერთ ადამიანზე). “სილქნეტის” მომხმარებლებისთვის კი 100 წუთი – 5 ლარი თვეში, რაც წლიურად 60 ლარს შეადგენს.
და აი ის დოკუმენტები, რომლებიც რედაქციამ მიიღო ადგილობრივი ხელისუფლებისგან.
Phone Conversation by Radio NOR on Scribd