დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა.
განიხილეს სამი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #21-ში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პირველ სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, დამატებით 27 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: 65.12.33.129) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უვადოდ, სარგებლობის უფლებით „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, დროებითი სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის“– თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ. საუბარია ქუჩების დასასუფთავებელ, ახლად შეძენილ ტექნიკაზე, რომელიც მერიამ შეიძინა 83 958 ლარად. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი და სხვანი.