ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ზარს აღნიშნავენ.
ჩვენ გადავწყვიტეთ იმის გაგება, თუ სად აპირებენ ჩაბარებას ნინოწმინდელი აბიტურიენტები.
ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათი დიდი ნაწილი თბილისს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო დანარჩენები სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ ჩაბარებას.
ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული ამბობს, რომ თბილისში სწავლა მას მომავალ კარიერაში ბევრ უპირატესობას მისცემს, მათ შორის ქართული ენის ცოდნას. ასევე ადვილია 1 + 4 პროგრამით ჩაბარება, რაც შესაძლებელს ხდის ქართული ენის შესწავლას ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ კი სწავლის გაგრძელებას არჩეული სპეციალობით. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას გეგმავს.
მეორე კურსდამთავრებული, რომელმაც არ მოისურვა ვინაობის დასახელება, აღნიშნამ რომ მას უნდოდა სწავლის თბილისში გაგრძელება, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან ერევნის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები. “იქ გვაქვს სახლი, ახლობლები… ქირისთვის თანხას აღარ დავხარჯავ”.
უმაღლესი განათლებისკენ კიდევ ერთი თაობა მიისწრაფვის – რამდენიმე წელიწადში ისინი უკვე კვალიფიციური სპეციალისტები იქნებიან. თუმცა ვინ დაბრუნდება მშობლიურ ნინოწმინდაში და იმუშავებს აქ ჯერ უცნობია.