ნინოწმინდაში მეგობრობის ქუჩის მოასფალტება მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად გრძელდება

ნინოწმინდაში მეგობრობის ქუჩის მოასფალტება მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად გრძელდება

ნინოწმინდაში მეგობრობის ქუჩის მოასფალტება ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად გრძელდება. მოსახლეობამ თავისი შეშფოთება და მოთხოვნები გააჟღერა, მაგრამ ასფალტის პირველი ფენა მაინც დააგეს და მუშები ახლა ტროტუარების კეთილმოწყობაზე მუშაობენ. ასფალტირებულია მეგობრობისა და კეცხოველის დამაკავშირებელი ქუჩაც.

სამუშაოების დაწყების დღიდან მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლებმა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თავიანთი შეშფოთება და მოთხოვნები გამოთქვეს.


მოასფალტების სამზადისი მეგობრობის ქუჩაზე – მოსახლეობა წინააღმდეგია


მცხოვრებლების მოთხოვნებია

  • საკანალიზაციო სისტემა
  • სანიაღვრე არხები
  • მთლიანი ქუჩის მოასფალტება

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობა ასახელებს, არის სანიაღვრე არხების არარსებობა, რის გამოც წყალი ეზოებსა და სარდაფებში ჩაედინება. ეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ხალხს. ისინი აღნიშნავენ, რომ დღევანდელ ვითარებაში ქუჩის მოასფალტება მიუღებელია, რადგან გზის დონე უფრო ამაღლდება, რაც ეზოების კიდევ უფრო მეტ დატბორვას გამოიწვევს. ბევრმა მათგანმა უკვე დახარჯა მნიშვნელოვანი თანხები დაზიანებული სახლებისა და წყალთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩასატარებლად.

მეგობრობის ქუჩის ასფალტის პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 2 მილიონიან ტენდერში შედის, რომელიც ქალაქის სხვა ქუჩებზე სამუშაოებსაც ითვალისწინებს. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა „ჯავახავტოგზა“.

მიუხედავად მოსახლეობის პროტესტისა და მოთხოვნისა, მეგობრობის ქუჩის ასფალტირება გრძელდება. ამჟამად მუშები ტროტუარების მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მცხოვრებლების მიერ ნახსენები პრობლემები მოუგვარებელი რჩება, მერიაში დაგეგმილი პროექტის შეცვლას ჯერ არ გეგმავენ.