ნინოწმინდაში მრავალბინიანი საცხოვრებლების ეზოების მოასფლატების სამუშაოები ხორციელდება.
ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს თავისუფლების #54 და #56 კორპუსების ეზოებში. აქ, როგორც ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, არმენ ბდოიანმა გვითხრა, პირველი ფენის დაგება და ბორდიურების (საბორტე ქვების) მოწყობა უკვე დასრულებულია. სამუშაოები დასრულებულია ჰოვსეფიანის #18 ეზოშიც.
თანხა ამისათვის გამოყოფილი იყო სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ მთლიანი თანხის 5%-ია გამოყენებული. ჰოვსეფიანის #18 კორპუსის ეზოს რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 94 578,96 ლარი, ხოლო თავისუფლების #54 და #56 კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია – 150 894,97 ლარი.
სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახავტოგზა”. ნინოწმინდაში ახლა აქტიურად მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები. აგრეთვე სხვა პროექტით, ამჟამად მიმდინარეობს პუშკინის ქუჩის 53-სა და 49-47ს შორის მდებარე კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია.
ამის შესახებ უფრო დეტალურად ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა არმენ ბდოიანმა ისაუბრა.