ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში 11 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად სოფლის ქუჩები დაიტბორა და გზის ნაწილი ჩამოიშალა. სოფლის მოსახლეობა ამის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან გზა მანქანებისთვის რთულად გასავლელი გახდა.
წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა გზის საფარი, რომელიც ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო. 2021 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12 000 ლარი იყო გამოყოფილი გზის საფარის მოხრეშვისთვის. პროგრამის ფარგლებში ზოგან გზები გასწორდა და ხრეშით დაიფარა, მაგრამ წვიმის წყალმა იმავე წელს წალეკა გზა, რამაც გააუარესა მდგომარეობა.
სოფელი ფარავანი 11 ივნისს, წვიმის დროს. ვიდეოს ავტორია, რადიო NOR-ის მოხალისე შუშან მკრტჩიანი
წვიმის წყალი გზას სოფლის მდებარეობის გამო აზიანებს, რადგან დაღმართზე მიედინება და ფარავნის ტბისკენ მიდის. გზის მოხრეშვა ახლაც იგეგმება, თუმცა ეს დროებითი გამოსავალია. “კომპანია “არალი” ამ დღეებში აპირებს სოფელში დაზიანებული გზების მოხრეშვას”, – ჩვენთან საუბრის დროს თქვა არმენ ბდოიანმა, ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.
ასევე გავესაუბრეთ მასის აღაიანს, სოფელ ფარავანში მერის უფლებამოსილ პირს, რომელმაც ამჟამინდელი სიტუაციის შესახებ მოგვიყვა.
ამჟამად სოფლის ქუჩები ასე გამოიყურება.
ფოტოების ავტორი: რადიო NOR-ის მოხალისე შუშან მკრტჩიანი