მოსკოვში მოქალაქემ ლენინის მავზოლეუმს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა, იტყობინება რუსული მედია.
“ორშაბათს საღამოსდააკავეს მამაკაცი, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილი ჰქონდა. მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი”, – “რია ნოვოსტი”-ს წყარომ შეატყობინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წითელ მოედანზე მივიდა და მავზოლეუმისკენ მოლოტოვის კოქტეილი გაისროლა. ბოთლი ტროტუარზე დავარდა და აალდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ქალაქ ჩიტას 37 წლის მამაკაცი დააკავა. ამ ეტაპზე მას ბრალად მხოლოდ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება. მის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს.