ნინოწმინდის მაგისატრალურ გზებზე საგზაო ნიშნები იცვლება.

ნინოწმინდის  მაგისატრალურ გზებზე საგზაო ნიშნები იცვლება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაგისატრალურ გზებზე საგზაო ნიშნები იცვლება.

საგზაო-სამშენებლო კომპანია “ჯავახავტოგზა”-ს თანამშრომლები შეუდგნენ ძველი, დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და ამრეკლების შეცვლას.

დღეს კომპანიის თანამშრომლები საღამო-განძის გზაზე ცვლიდნენ საგზაო ნიშნებს.

როგორც მათ გვითხრეს, სადღაც საგზაო ნიშნების საღებავია მოშორებული, სადღაც აბრებია გატეხილი ან მოწყვეტილი, შესაბამისად, ნინოწმინდა – ფარავანი და ახალქალაქი – ნინოწმინდის მიმართულებით შეიცვლება ნიშნები.

ერთ-ერთი მძღოლის თქმით, საგზაო ნიშნები მგზავრობას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.  როდესაც საგზაო ნშნები არ იყო დამონტაჟებული მძღოლებს უჭირდათ იმის განსაზღვრა, თუ სად არის აღმართი, დაღმართი ან შესახვევი.

ახლა მძღოლები დამატებით ინფორმაციას იღებენ, რომელიც ხელს უწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებას.

აგრეთვე იხილეთ: