ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოდან რადიო NOR-მა 2023 წლის 4 ივლისს ინფორმაცია გამოითხოვა მადატაფას ტბაზე არსებული კაშხალის შეკეთებასთან დაკავშირებით, რომლის პასუხიც გუშინ, 25 ივლისს მოგვივიდა.
სააგენტოში მადატაფას ტბის წყლის დონის დაწევას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ. როგორც განმარტავენ სააგენტოში ნალექების სიმცირე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტბებში წყლის დონეზე. ამ რეალობის წინაშე დგას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მრავალი ტბა.
“დაცული ტერიტორიების სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტბების კვლევას, შედეგების გათვალისწინებით კი, ხდება საჭირო ზომების მიღება.
გასულ წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, მადატაფას ტბაში წყლის მარეგულირებელი დამბის მოწყობის მიზნით, შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით, შესაბამისი საექსპერტო კვლევების მიზნით, წარდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”, – მოცემულია დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.
მადათაფა-პასუხი (1) by Radio NOR on Scribd
რადიო NOR-ი არაერთხელ უბრუნდებოდა მადატაფის ტბაზე წყლის დონის დაწევის საკითხს. ამის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს წინა მასალებში:
- შეაკეთებენ თუ არა წელს წყლის კაშხალს მადათაფას ტბაზე?
- ტურიზმის განვითარება ჭაობებში. რეალობის ერთადერთი სახე
- ნინოწმინდაში ფრინველებზე დაკვირვება პოპულარობას იძენს