როდის დასრულდება მუნიციპალიტეტში მოასფალტების სამუშაოები

როდის დასრულდება მუნიციპალიტეტში მოასფალტების სამუშაოები

ნინოწმინდაში ქუჩებისა და ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასარულს უახლოვდება.

2023 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ტარდება, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიდან

 

 

რაც შეეხება მეგობრობის ქუჩას, სამუშაოების დაწყებისთანავე ამ ქუჩის მცხოვრებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ჩასატარებელი სამუშაოებისადმი და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს ამ პროექტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ადგილობრივებმა ახსენეს, სადრენაჟო სისტემის არარსებობაა, რის გამოც წყალი ეზოებსა და სარდაფებში ჩაედინება.

მეგობრობის ქუჩა დღეს

როგორც პუშკინის ქუჩაზე არსებული ეზოს მცხოვრებლებმა აღნიშნეს, მოასფალტების შემდეგ ეზოს შუაში წვიმის შემდეგ გუბე გაჩნდა. იმის გამო, რომ წყლის სანიაღვრე ადგილი არ იყო გაკეთებული, მთელი წყალი ეზოს შუაში გროვდებოდა. რამდენიმე დღის წინ მივიდნენ და ამოიღეს ასფალტის ფენა. ახლა ველოდებით, რომ მოვიდნენ და გამოასწორონ ხარვეზები, რომ წყალი ასფალტზე არ დარჩესო, ამბობენ ამ ეზოში მცხოვრები ადამიანები.

პუშკინის ქუჩის ეზო

როგორც კომპანია “ჯავახავტოგზაში” გააკეთეს კომენტარი, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხი დუმბაძის ქუჩაზე შენდება, ორ პატარა ქუჩაზე კი ცოტა სამუშაოა დარჩენილი. რაც შეეხება დანარჩენ ქუჩებს, აქ სამუშაოები დასრულებულია. ასევე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში პუშკინის ქუჩაზე არის შესასწორებელი სამუშაოები.

დუმბაძის ქუჩა

კომპანიის წარმომადგენლის სიტყვებით პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სოფლებში. ამ მომენტში სამუშაოები სპასოვკისკენ მიმავალ გზაზე ხორციელდება.

სპასოვკა-ორლოვკის გზის მოასფალტებისთვის გამოყოფილია – 1 631 387 ლარი; პატარა გონდრიო-ყულალისის გზისთვის – 747 301 ლარი; სოფელ ორლოვკის შიდა გზისთვის – 568 541 ლარი; ეშტიის შიდა გზებისთვის – 484 100 ლარი; განძის შიდასასოფლო გზებისტვის კი – 237 200 (ერთი მონაკვეთისთვის) და 209 900 (მეორე მონაკვეთისთვის) ლარი.

იხილეთ აგრეთვე: