პატარა ხანჩალის გზაზე საგზაო ნიშნებია მოხსნილი [განახლებულია]

პატარა ხანჩალის გზაზე საგზაო ნიშნებია მოხსნილი [განახლებულია]

ამ მასალის გამოქვეყნების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მოხსნილი იყო არა სოფლის სახელწოდების აღმნიშვნელი ტრაფარეტი, არამედ დიდი ხანჩალი-პატარა ხანჩალის გზაზე არსებული საგზაო ნიშნები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში მიმავალ გზაზე, სოფლის სახელის აღმნიშვნელი ტრაფარეტი მოხსნილია. ამის შესახებ რადიო NOR-ს პატარა ხანაჩალის ერთ-ერთმა მკვიდრმა აცნობა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სიტუაცია ნინოწმინდის სხვა სოფლებისკენ მიმავალ გზაზეც არის. მაგ. დიდ და პატარა არაქალის გზაზე ტრაფარეტი დაზიანებულია და სოფლების სახელი ძნელად იკითხება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით კომპანია “ჯავახავტოგზას”, რადგან რამდენიმე დღის წინ [25 ივლისს] საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანიამ დაიწყო საგზაო ნიშნების შეცვლა ნინოწმინდა-ფარავანის და ნინოწმინდა-ახალქალაქის გზებზე. აქედან გამომდინარე, შეიცვლება დიდი და პატარა არაქალის ტრაფარეტიც, რადგან იგი ნინოწმინდა-ფარავნის გზაზე მდებარეობს.

რაც შეეხება პატარა ხანჩალის სოფლის სახელწოდების ამსახველი ტრაფარეტის საკითხს, “ჯავახავტოგზას” წარმომადგენელმა, გია ინასარიძემ რადიო NOR-თან სატელეფონო საუბრისას გვიპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაციაამ ეტაპზე მას არ გააჩნია. თუმცა აღნიშნავს, რომ დაინტერესდება ამ საკითხით.

აღსანიშნავია, რომ “ჯავახავტოგზა”-ს წლებია (1998 წლიდან), რაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გზების მშენებლობაზე მუშაობს. კომპანიის დირექტორია ნოდარი ინასარიძე. ამ დროისთვის მხოლოდ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში კომპანიას 130-ზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად საქმეს ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით აღნიშნული კომპანია ასრულებს, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით.

მეტი მოასფალტების სამუშაოებზე გახარჯულ თანხებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე აქ