ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩაზე რამდენიმე დღეა, რაც მრავალსართულიანი კორპუსების სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია.
მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რემონტი ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. პროექტის თანახმად, კორპუსების ფასადები შემდეგ მისამართებზე გარემონტება:
-
- თავისუფლების #7, #8, #9, #10, #12, #21, #54 და #56;
- ტერიანის #24;
- ჰოვსეფიანის #18.
სამუშაოებს ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის მქონე კომპანია “იქს-2” ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი ამისათვის 675 391 ლარი დაიხარჯება.
ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვაცნობეს, რომ სამუშაოები ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. თუმცა რადიო NOR-ის ინფორმაციით, ზოგ მისამართზე, კერძოდ, თავისუფლების ქუჩის #7, #8, #9-ზე კორპუსების ფასადების კეთილმოწყობა არაა დასრულებული და 5 დღემდეა, რაც არ ხორციელდება. მაგრამ თავისუფლების #54 და #56 ნომრებში მცხოვრები ხალხი ამბობს, რომ ამ კორპუსებში სამუშაოები ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. “ხან მიდიან, ხან მოდიან – ახლა აქ არ არიან, მაგრამ ყოველდღე მუშაოებენ, როგორც მე ვხედავ”, – ამბობს კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ხოზრევანიძემ, რადიო NOR-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თანამშრომლები მარიამობის გამო [მარიამობა 28 აგვისტოს აღინიშნება] არ მუშაობდნენ, თუმცა მალე სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი განხორციელებული სამუშაოებით უკმაყოფილოა. თავისუფლების #7 კორპუსთან მდებარე კერძო ობიექტის კედლები არის ნახევრად შეღებილი. თუმცა უცნობია, ეს კედელიც შეიღებება, თუ უბრალოდ ლილვაკის “გასაწმენდად” გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო გეგმა მოიცავს კედლებიდან ძველი ქვიშა-ცემენტის ნარჩენების მოცილებას, ასევე მათ ხელახლა შელესვას და წყალგაუმტარი ფასადის საღებავით შეღებვას. ასევე იგეგმება სადარბაზოების ფანჯრების დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება, ასევე წინა ფასადის სახურავის შეკეთება და წყალსადენის დამონტაჟება.
მოკლედ “იქს 2-ის” შესახებ
კომპანია “იქს 2” დარეგისტრირებული იყო 2021 წლის 7 აპრილს და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში მდებარეობს. ამ დრომდე მას მონაწილეობა აქვს მიღებული 22 ტენდერში, საიდანაც 5-ის გამარჯვებულია.
გიორგი ხოზრევანიძე ასევე დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2014 წელს.