ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 32 სოფელია. დღემდე 8 მათგანი გაზიფიცირებული არ არის. ხოლო ის სოფლები, რომლებიც გაზიფიცირებულია, ზამთრის თვეებში გაზის დეფიციტს განიცდიან. გაზის დეფიციტის მთავარი პრობლემა დაფიქსირდა სოფელ განძა, ფოკა, საღამო, კატნატუსა და ყულალისში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში გაზსადენის გაყვანის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ვისაუბრეთ SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორ ვრეჟ ბერიკიანთან.
“გასული წლიდან შევიმუშავეთ გაზსადენის გაყვანის გეგმა “ეშტია-სათხე” და “სათხე-ნინწომინდის” მონაკვეთებზე, რათა მოგვარდეს ნინოწმინდის სოფლებში გაზის დეფიციტის პრობლემა. რაც შეეხება სოფელ გორელოვკის გაზიფიცირებას, არსებობს “ნინოწმინდა-გორელოვკის” მონაკვეთის გეგმა, დანარჩენი სოფლებისთვის კი შემიძლია ვთქვა, რომ პროექტებთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის განვახორციელებთ ამ სამუშაოებს”, – განაცხადა ბერიკიანმა.
რადიო NOR-მა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 8 ყველაზე ცივ სოფელში, – ჟდანოვში, გორელოვკაში, ორლოვკაში, სამებაში, ეფრემოვკაში, ვლადიმიროვკაში, ახალ ხულგუმოსა და ფარვანაში, – გაზმომარაგება არ არის.
სოფლის მოსახლეობა მუდმივად უჩივის გაზის ნაკლებობას, თუმცა, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაჭრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი აუდიოჩანაწერი.