ქალაქ ნინოწმინდაში, 3 სექტემბერს მოსული ძლიერი სეტყვის გამო ინტერნეტ კაბელებიცაა დაზიანებული. ყველა ინტერნეტ კომპანიას კაბელების დაზიანების პრობლემა შეექმნა. ჩვენ დავუკავშირდით სილქნეტს იმის გასარკვევად, თუ რამდენი დაზარალებული აბონენტია და რა ხორციელდება პრობლემის მოსაგვარებლად.
- სირთულე და მუშაობის დაძაბული რეჟიმი: ნინოწმინდის დასუფთავების სამსახური სეტყვის მერე
- ნინოწმინდაში მწყერის კვერცხის ზომის სეტყვა მოვიდა/ ფოტო
კომპანიის თანამშრომლის თქმით, სეტყვის შემდეგ, ზედიზედ 2-3 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 50-მდე განაცხადი შემოვიდა. თუმცა, კომპანიამ მოახერხა პრობლემის უმეტესი ნაწილის მოგვარება. დღემდე დარჩა რამდენიმე განაცხადი, მაგრამ ექსპერტები აქტიურად მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ვრცლად აუდიოჩანაწერში: