ფოტო არქივიდან:
სოფელ ჯიგრაშენში საზაფხულო სიცხეების დროს წყალი არ იყო. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ პრობლემა ბოსტნების და მინდვრების რწყევას უკავშირდება, რის გამოც სოფელში წყლის უკმარისობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ამჟამად სოფელში წყალმომარაგება აღდგენილია, თუმცა წყლის წნევა დაბალია და მოსახლეობა იძულებულია სხვა ადგილებიდან ზიდოს წყალი. მოსახლეობის განცხადებით, წყლის პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს. მათ დაპირდნენ ახალი წყალმომარაგების სისტემა, თუმცა პრობლემა ჯერ აქტუალურია.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ჯიგრაშენის მოსახლეობასთან:
რადიო NOR-მა მიმართა ჯიგრაშენის სოფლის რწმუნებულს, არარატ ოგანესიანს. მისი თქმით, ჯიგრაშენისთვის გათვალისწინებულია წყალმომარაგების პროექტი. მილები მინდვრებიდან უნდა გაიყვანონ და ამჟამად ელოდებიან საველე სამუშაოების დამთავრებას, რომ შეუფერხებლად შეძლონ მუშაობა. არარატის თქმით, სამუშაოების ვადები უცნობია, თუმცა ყველაფერი კეთდება პრობლემის აღმოსაფხვრელად.