ნინოწმინდაში მაწანწალა ძაღლების პრობლემა დღითიდღე მწვავდება

ნინოწმინდაში მაწანწალა ძაღლების პრობლემა დღითიდღე მწვავდება

მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ ძაღლები აგრესიას ავლენენ და თავს ესხმიან ადამიანებს და ამ საკითხის მოსაგვარებლად არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა.

თუმცაღა, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ცხოველებისადმი სისასტიკეს. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრობლემის მოგვარებას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ღონისძიებების მისაღებად თანხის გამოყოფას.

არსებობს ცხოველთა თავშესაფარი, სადაც შეიძლება მაწანწალა ძაღლების წაყვანა, ასევე სტერილიზაციის მექანიზმები, რათა ისინი არ გამრავლდნენ, მაგრამ ნინოწმინდაში არავინ აკეთებს ამ საქმეს. ეს იწვევს ძაღლების რაოდენობის ყოველწლიურ ზრდას და ხალხის უკმაყოფილებას.