ახალი ახალგაზრდული ცენტრის საზეიმო გახსნა: HERA XXI-ის პროექტი ნინოწმინდაში

ახალი ახალგაზრდული ცენტრის საზეიმო გახსნა: HERA XXI-ის პროექტი ნინოწმინდაში

რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია HERA XXI-ის ახალგაზრდული ცენტრის გახსნის თაობაზე. წინა ინტერვიუში ჩვენ ვესაუბრეთ ერიკნაზ მარკარიანს, გავიგეთ მისგან ახალ პროექტზე და მიზნებზე.

20 სექტემბერს, ნინოწმინდაში, საზეიმო ვითარებაში ახალი ახალგაზრდული ცენტრის გასნა გაიმართა. შეხვედრას მართავდა პროექტის ლიდერი, ერიკნაზ მარკარიანი.

“ვფიქრობ, ჩვენი პროექტი დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს. ის განსხვავებულია, გვინდა ჩვენი შეხვედრების თემები წინასწარ განვიხოლოთ ჩვენს მონაწინეელთან, გავიგოთ მათგან, რა თემებზე სურთ საუბარი, რა არის მათთივის უფრო აქტუალური და საინტერესო. ძალიან მომწონს ჩვენი ახალგაზრდების მოტივაცია, რადგან ისინი აღფრთოვანებულები არიან, სურთ მონაწილეობის მიღება და, ვფიქრობ, ჩვენს ახალბედა საქმეში ძალიან საჭიროა მოტივაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მონაწილეს და ვუსურვებ წარმატებას ჩვენს გუნდს.” – ერიკნაზ მარკარიან.

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია “HERA XXI“ ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებას, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებას. ხელს უწყობს მოხალისეების, აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კამპანიებში.

ახალგაზრდული ჯგუფების მუშაობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ვრცლად ჩვენს ინტერვიუში ერიკნაზთან:

 

Radio NOR · HERA XXI Ახალგაზრდული Ცენტრის Გახსნა
ასევე იხილეთ: