სოფელი ეფრემოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია, სადაც მუდმივად არსებობს წყლისა და გაზიფიკაციის პრობლემა.
დღეისთვის, სოფელში განთავსებულია წყლის აუზი, საიდანაც ხდება სოფლის წყალმომარაგება. იმის გასარკვევად, თუ რა პრობლემა აწუხებთ სოფლის მოსახლეობას, ჩვენ ვეწვიეთ ეფრემოვკას და ვესაუბრეთ მოსახლეობას.
ერთ-ერთი მცხოვრებლის თქმით, მათ არც გზის შეკეთება სჭირდებათ, არც გაზი უნდათ, რადგან შორს არის ნინოწმინდიდან და არც დენისა და წყლის პრობლემა აქვთ. თუმცაღა, ყველაფერი მთლად ასე კარგად არ აღმოჩნდა. დანარჩენი მოსახლეობა წყლის პრობლემას უჩივის.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, რათა გაგვერკვია, კონკრეტულად რა პრობლემის წინაშე დგას სოფელი და როგორ ხედავენ ისინი ამ პრობლემის გადაჭრის გზას :
“დეპუტატები მოდიან, პრობლემების მოგვარებას გვპირდებიან, თუმცა ეს მხოლოდ ცარიელი დაიპირებებია. მინდა საქართველომ გაიგოს, სად არის ეფრემოვკა. მინდა საქართველომ იცოდეს, რომ ჩვენი სოფელი ამ ქვეყანას ეკუთვნის. მინდა საქართველომ იცოდეს, რომ აქ, ეფრემოვკაში, ადამიანები ვცხოვრობთ. მინდა გავაგებინო საქართველოს, რომ იცოდნენ ეფრემოვკის შესახებ, რომ ჩვენც ვიცოდეთ, ვის უნდა მივმართოთ.” – სოფლის მცხოვრები ა. ჯ.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით სოფელ ეფრემოვკის რწმუნებულს, მნაცაკან ბაბაჯანიანს. მისგან გავიგეთ, რომ მისივე ინიციატივით შეიმოწმა აუზი და დღეისთვის მოსახლეობა არც ერთ კაპიკს არ იხდის წყალმომარაგებაში, ანუ წყალმომარაგების დაფინანსება სრულიად მუნიციპალიტეტს ეკისრება და მოსახლეობას არაფრის გადახდა არ უწევს.
ამ სადაო საკითს რადიო NOR-ი კვლავ დაუბრუნდება.