ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საძოვრებზე ცხვრის გადაყვანამ კვლავ უკმაყოფილება გამოიწვია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საძოვრებზე ცხვრის გადაყვანამ კვლავ უკმაყოფილება გამოიწვია

ყოველ წელს, მაისის შუა რიცხვებიდან იწყება სეზონი ცხვრების კახეთის, მარნეულის, საგარეჯოს, გარდაბნის და სხვა რაიონებიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზაფხულო საძოვრებზე გადაყვანა. შემოდგომაზე ისინი ბრუნდებიან თავიანთ რეგიონებში.

დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია, რომელსაც ჩვეულებრივ დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის, მათ შორის სოფელ საღამოს მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ცხვრები თავიანთი სოფლის გავლით გადაჰყავთ და ყოველ ჯერზე სხვადასხვა პრობლემას ქმნიან.

“როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე ცხვრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზაფხულო საძოვრებზე მიჰყავთ და როგორც სახნავ-სათესი მიწა, ისე საძოვრები სავალალო მდგომარეობაშია. ეს არის დიდი პრობლემა. რა საქმე აქვს ცხვრის სამწყსოს სოფელთან ან მიმდებარე ტერიტორიასთან, მათ აქვთ კანონით განსაზღვრული საკუთარი მარშრუტი, დაე, ასე გადაადგილდნენ”, – გამოთქვა თავისი უკმაყოფილება საღამოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · Ոչխարների տեղաշարժը սկսվել է սակայն խնդիրը մնում է արդիական

რადიო “NOR-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, საიათ მკოიანმა აღნიშნა: “ჩვენი საზაფხულო საძოვრები 43 ათას ჰექტარს შეადგენს, სადაც წელს 200-დან 250 ათასამდე ცხვარი გადაიყვანეს. უნდა ითქვას, რომ ამ ტერიტორიის 50% საკუთრებაშია, 10% მუნიციპალური საკუთრებაა, დანარჩენი კი სახელმწიფო საკუთრებაა, რომელიც იჯარით არის გაცემული. რაც შეეხება გადასახადებს, მფლობელები მუნიციპალიტეტს გადასახადებს უხდიან. მათ ნორმატიული გადასახადების გადახდა 15 ნოემბრამდე უწევთ. გადასახადი 16 ლარია, ქირა კი აუქციონზე მიღებული თანხის მიხედვით გამოითვლება.”

წაიკითხეთ ასევე: