ნინოწმინდის კომუნალური სამსახური გაგარინის ქუჩაზე ავარიული ბოძის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობდა.
აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობის თქმით, ბოძი სამ წელზე მეტია, რაც ავარიულ მდგომარეობაშია და მისი დაცემის რისკი არსებობდა. გარდა ამისა, ბოძი გაზის მილს დაეცა, რაც დამატებით საშიშროებას ქმნის.
როგორც ამბობდა გაგარინის ქუჩაზე მცხოვრები ტრთადი, მისი ოჯახი ხანდახან დროებით ტოვებს სახლს და მას ეშინია, რომ ბოძის დაცემის შედეგად შესაძლოა ხანძარი გაჩნდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ კომუნალური სამსახურის უფროს, ანდრანიკ ბდოიანს. მან გვითხრა, რომ კომუნალური სამსახური საქმის კურსშია და რამდენიმე დღეში პრობლემას მოაგვარებენ.
რადიო NOR-ის სიუჟეტის გასვლის შემდგომ, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა მოაგვარეს ავარიული ბოძის პრობლემა.
დარჩა SJGS-ის მიერ გაზის მილის შეკეთება.