სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში 3 ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში, სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება იგეგმება.

მათივე ცნობით, ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები.

SKNEWS