დილითის და პატარა გონდრიოს მინი სტადიონები დანგრეულია და არ ექვემდებარება გამოყენებას. ამასთან ერთად, სპასოვკის მინი სტადიონიც სარემონტო სამუშაოებს ექვემდებარება.
მოსახლეობას არა ერთხელ გამოუთქვამს უკვაყოფილება მინი სტადიონების ცუდ მდგომარეობასთან დავაკშირებით.
როგორც გვაცნობა ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, არმენ ბდოიანმა, დილითის, პატარა გონდრიოს და სპასოვკის საბავშვო მოედნების სარეაბილიტაციოდ ტენდერი შემდგარია. სამუშაოებს ინდმეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი ახორციელებს.
აღვნიშნავთ, რომ კონტრაქტის მიხედვით სამუშაოები 22 ოქტომბერსაა დაწყებული და 2024 წლის 22 იანვარს დასრულდება.
შეგახსენებსთ, რომ ზემოთხსენებული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 158 423 ლარი, საიდანაც 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 95% – სახელმწიფო.
- პატარა გონდრიოს მინი სტადიონი – 87 963 ლარი
- დილითის მინი სტადიონი – 64 718 ლარი
- სპასოვკის მინი სტადიონი – 5 742 ლარი.
წაიკითხეთ ასევე: