კეცხოველის და მეგობრობის ქუჩის კვეთაზე არის ადგილები, სადაც ახალი ასფალტი დაზიანებულია. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებდა. რადიო NOR-მა კვლავ მიმართა ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს.
13.09.2023 რადიო NOR-მა პრობლემის შესახებ შეატყობინა მოსახლეობა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, მსგავსი პრობლემა ჩატარებული სამუშაოების გარანტიაში შედის და პრობლემა გარანტიის ფარგლებში მოგვარდება, თუმცა ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.
07.11.2023-ისთვის, დეფექტები ჯერ არ შეკეთებულა. რადიო NOR-მა ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს, მიმართა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, არმენ ბდოიანს, თუმცა მისი პასუხი არ შეცვლილა: “გაკეთდება, მაგრამ არ ვიცით როდის. კონკრეტულ დროს და ვადას ვერ გეტყვით.”
მეგობრობის და კეცხოველის ქუჩები 2023 წელს მოასფალტდა. სამუშაოების ჩატარებისას მოსახლეობას ბევრი პროტესტი და პრეტენზია ჰქონდა: – მოსახლეობა ითხოვდა საკანალიზაციო სისტემას, სანიაღვრე არხებს და მთლიანი ქუჩის მოასფალტებას. დღეისთვის მოგობრობის და კეცხოველის ქუჩები მოასფალტებულია და სამუშაოები დამთავრებულია, თუმცა ახალ ასფალტზე გარკვეული სახის დეფექტები არსებობს: ბორდიურების გასწვრივ პატარა დაზიანებებია, რაც შემდგომში დიდი ორმოების გამომწვევია. გარდა ამისა, მძიმე ტექნიკის მიერაც არის დაზიანებული ასფალტი.” – ამბობს მეგობრობის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
შეგახსენებთ, რომ სულ 10 მონაკვეთის მოასფალტვაზე 2 163 000 ლარი დაიხარჯა. მეგობრობის ქუჩის მოასფალტვისთვის 192 577 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო მეგობრობის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე – 515 660. სამუშაოების დიდი ნაწილი სამთავროვო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 5% – კი ადგილობრივი. ტრადიციაულად, სამუშაოებს კამპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებდა.
წაიკითხეთ ასევე:
- ნინოწმინდაში მეგობრობის ქუჩის მოასფალტება მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად გრძელდება
- მოასფალტების სამზადისი მეგობრობის ქუჩაზე – მოსახლეობა წინააღმდეგია
- კეცხოველის და მეგობრობის ქუჩის კვეთაზე ახალი ასფალტი უკვე დაზიანებულია