ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საბავშვო ბაღი გაიხსნა

13 ნოემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორი სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა სოფლებში პ. ხანჩალისა და ყულალისში.

გახსნას ესწრებოდნენ დეპუტატი სმბათ კიურეღიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჰან აროიანი, საჯარო მოხელეები და თანასოფლელები.

საბავშვო ბაღებში მოქმედებს 3-დან 6 წლამდე ბავშვების ერთი ჯგუფი. საბავშვო ბაღებში 4 ადამიანი იმუშავებს (მენეჯერი – პედაგოგი, ძიძა, დამლაგებელი და ექთანი). სწავლება წარიმართება სომხურ ენაზე. როგორც სოფლების სხვა საბავშვო ბაღებში, იქნება ერთჯერადი კვება. შენობა აკმაყოფილებს სტანდარტებს, არის ოთახი, გასახდელი, საპირფარეშო, ექთნის კაბინეტი, მენეჯერის კაბინეტი, საკუჭნაო და სამზარეულო.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საბავშვო ბაღის არარსებობა იყო. იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, შვილები უახლოესი სოფლებისა თუ ქალაქების საბავშვო ბაღებში მიჰყავდა. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, მათ არ იციან, ვისთან დატოვონ ბავშვები პირადი საქმეების გასაკეთებლად. ახლა სოფელში გაიხსნა საბავშვო ბაღი, გამოჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სკოლამდელი განათლება, ხოლო მოსახლეობას შეუძლია მშვიდად გაიგზავნოს ბავშვი საბავშვო ბაღში და სახლის საქმეებს მიხედოს.

მუნიციპალიტეტში 16 აქტიური საბავშვო ბაღია, აქედან 2 ქალაქშია, დანარჩენი სოფლებში. ამჟამად, მხოლოდ ორი საბავშვო ბაღია სრული ფუნქციონირებით. გაერთიანებული ბაგა-ბაღების მენეჯერის, ამალია მღდესიანის თქმით, ახალი წლის შემდეგ, სრული სამუშაო რეჟიმი, ანუ დღეში სამჯერადი კვება, 11 საბავშვო ბაღში იქნება. ხოლო დანარჩენ საბავშვო ბაღებში უნდა აშენდეს ახალი შენობები, რის შემდეგაც ისინი ასევე გადავლენ სრული მუშაობის რეჟიმზე.

სოფელ ფარავანში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის გახსნა ხვალ გაიმართება.