სტადიონების რეაბილიტაცია პატარა გონდრიოში, სპასოვკაში და დილიფში / ვიდეო

სტადიონების რეაბილიტაცია პატარა გონდრიოში, სპასოვკაში და დილიფში / ვიდეო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოში, დელიფში და სპასოვკაში საფეხბურთო სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და სტადიონების მდგომარეობიდან გამომდინარე, დაგეგმილია სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამასობაში, სამუშაოების ჩასატარებლად 08.09.2023 გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT230018477). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 158 423 ლარი. ტენდერი მოიგო ი/მ რაზმიკ ღუმაშიანი, 157 195 ლარის შემოთავაზებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს არო-ს შემოთავაზებული ჰქონდა უფრო ნაკლები თანხა – 144 875, 02.10.2023 წელი კომპანია მერიის მხრიდან მიიღო დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

ამასობაში, თანახა სოფლების მიხედვით განაწილებულია შემდეგნაირად:

1. სოფ. პატარა გონდრიო – 87 963 ლარი;
2. სოფ. დილიფი – 64718 ლარი;
3. სოფ. სპასოვკა – 5742 ლარი.

პროექტის დეტალებს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში:

პროექტ სტადიონები Compressed by Radio NOR on Scribd

სტადიონი სოფელ სპასოვკაში:

სტადიონი სოფელ პატარა გონდრიოში ადრე და ახლა:

სტადიონი სოფელ დილიფში: 

წაიკითხეთ ასევე: