სათამაშო მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა ოროჯალარში

სათამაშო მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა ოროჯალარში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბავშვო მოედნების კეთილმოწყობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს ახორციელებს ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი. ტენდერში გაიმარჯვა 295,040 ლარის შემოთავაზებით. სამუშაოების დასრულების პერიოდი 20 კვირაა.

მოედნების ტერიტორიის გაუმჯობესება განხორციელდებაშემდეგ სოფლებში: ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, კატნატუ, ოროჯალარი, სათხა, დ.ხანჩალი და ქალაქ ნინოწმინდის უბნები – ხოჯაბეკი და ნორაშენი.

საბავშვო მოედანი ოროჯალარში (16.11.2023):

პროექტის მიხედვით სოფელ ოროჯალარში გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:

  1. გრუნტის დამუშავება მექანიზმებით და ხელით საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობათ ბორდიურებთან ერთად;
  2. ღორღის საფუძვლის მოწყობა;
  3. ბაზალტის ბორდიურის და ბეტონის მოჭიმვის მოწყობა;
  4. ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობა;
  5. სკვერის სკამების და ურნების მონტაჟი;
  6. გრუნტის დამუშავება ხელით ატრაქციონის ირგვლის რბილი კაუჩუკის მოედნის მოწყობისათვის;
  7. ღორღის საფუძვლის მოწყობა;
  8. ბეტონის მოჭიმვის მოწყობა;
  9. ცვეთამედეგი კაუჩუკის საფარის მოწყობა;
  10. სათამაშო ზამბარაზე შეძენა და მონტაჟი;
  11. მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენების მოგროვება, დათვირთვა ავტოთვითმცლელზე და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელზე;
  12. აღმოსავლეთის ტერიტორიის მოსწორება მექანიზმებით და ბოძების ორმოების ამოთხრა ხელით;
  13. მოთუთიებული მავთულის ბადით პანელური ღობის მოწყობა;
  14. ლითონის შესასვლელი ჭიშკრის მოწყობა კუტიკარით;
  15. ღობის და კუტიკარის ლითონის ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით.

ვრცლად ჩვენს საუბარში ოროჯალარის სოფლის სპეციალიტს, მიშა ქეიანთან:

Radio NOR · სათამაშო მოედნის ტერიტორიის კეთილმოწყობა ოროჯალარში

შეგახსენებთ, რომ სრული პროექტი ითვალისწინებს, არა მხოლოდ სოფელ ოროჯალარში საბავშვო მოენდის ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე სხვა სოფლებშიც და ნინოწმინდის ნორაშენის და ხოჯაბეკის უბნებში.

თახნა გამოყოფილია 100%-ით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 350 000 ლარი. ტენდერი მოიგო ინდმეწარმე რამზიკ ღუმაშიანმა 295,040 ლარის შემოთავაზებით. სამუშაოების შესრულების ვადა 20 კვირაა.

წაიკითხეთ ასევე: