სითბოსა და კომფორტისთვის ბრძოლა: ორლოვკის მცხოვრებლები გაზის ნაკლებობაზე საუბრობენ

სითბოსა და კომფორტისთვის ბრძოლა: ორლოვკის მცხოვრებლები გაზის ნაკლებობაზე საუბრობენ

სოფელ ორლოვკაში, ისევე როგორც ყველა სოფელში, ბევრი პრობლემაა, რომელთა შორის მოსახლეობა ხაზს უსვამს ბუნებრივი აირისა და საბავშვო ბაღის არასებობას.

სოფელი ორლოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან ერთ-ერთია, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, მოსახლეობა ზამთრის პერიოდისთვის წივას გაზაფხულიდან ამზადებს, რასაც, მოსახლეობის თქმით, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, წივის გაშრობა ტანჯვაა. მათ სურთ, რომ ბუნებრივი აირი მათ სოფელშიც გაიყვანონ. გაზის არასებობის გამო მოსახლეობა იყენებს ელექტრო ღუმელებს საჭმლის მოსამზადებლად, ყველის დასამზადებლად და პურის გამოსაცხობად, თბილი წყლის მისაღებად კი, “არისტონს” ჩართავენ ხოლმე, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს, რისთვისაც თვეში 150-200 ლარს იხდიან. შეშას კი 1000 ლარად ყიდულობენ.

Radio NOR · Борьба за тепло и комфорт: жители Орловки о нехватке газа

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი სოფელ ფარავნის გაზიფიცირებისთვის თანხას ჯერ არ ითვალისწინებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობის სამწლიან პროექტში არ შედის, სადაც სოფლების გაზიფიცირება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში SJGC ბუნებრივი აირის მიწოდებით არის დაკავებული. კომპანიის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს დაგეგმილია მუშაობა ეშტია – ნინოწმინდის გაზსადენის ახალი ხაზის განსახორციელებლად.

ახალი ხაზი დაახლოებით 14 კმ. სიგრძის იქნება. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დაიგება ეშტია-სათხა ხაზი, მეორე ეტაპზე კი –  სათხა-ნინოწმინდა ხაზი. მუშაობის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.

ბუნებრივი აირის გარდა, მეორე თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემა სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობაა. მოსახლეობის თქმით, სოფელში საბავშვო ბაღის არსებობა მათ საშუალებას მისცემს მშვიდად მიხედონ თავიანთ საქმეებს. საბავშვო ბაღში ბავშვები მიიღებდნენ აღზრდას და განათლებას. უახლოესი საბავშვო ბაღი მდებარეობს სოფელ გორელოვკაში, ზოგს ქალაქის საბავშვო ბაღში მიჰყავთ შვილები, რაც სირთულეებს იწვევს. ბევრს კი საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა შვილები საბავშვო ბაღში გაგზავნოს.