ოროჯალარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები დასრულებულია

ოროჯალარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სამუშაოები დასრულებულია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში სპორტული დარბაზი გარემონტდა და კეთილმოეწყო.

შევეცადეთ, სოფლის სპეციალისტისგან გაგვერკვია, რა სამუშაოები დასრულდა და რამდენი თანხაა დაგეგმილი აღნიშნული სამუშაოებისთვის.

მიშა კეიანმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა: “სოფლის პროგრამით გამოყოფილი 16 ათასი ლარის თანხა ოროჯალარის მოსახლეობამ სპორტული დარბაზის შეკეთებაზე დახარჯა. დარბაზი გადაკეთებულია, დამონტაჟებულია გათბობის სისტემა, იატაკზე იდება შესაფერისი ხალიჩა. ამ დროისთვის დარბაზი სოფელში მოქმედ საცეკვაო ანსამბლს ემსახურება. სამომავლოდ ჭიდაობის კლუბის გახსნას ვგეგმავთ.”

Radio NOR · Օրոջալարում «Օգնություն գյուղին» ծրագրով աշխատանքները ավարտվել են

მოსახლეობის თქმით, სოფლის კლუბის ნაწილი გარემონტდა და ახლა სპორტულ დარბაზს ემსახურება. ბავშვები სარგებლობენ ამ შესაძლებლობით და ეს ძალიან დასაფასებელია.

წაიკითხეთ ასევე: