ორლოვკის მოსახლეობას ასფალტის გაგრძელება სჭირდება

ორლოვკის მოსახლეობას ასფალტის გაგრძელება სჭირდება

სოფელ ორლოვკამდე მიმავალი გზა 2023 წლის ზაფხულში მოასფალტდა. მოსახლეობა კმაყოფილებას გამოხატავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასფალტის გაგრძელება სჭირდებათ.

სოფელ ორლოვკაში გზის მოასფალტებისთვის 580 940 ლარი იყო გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებდა, რომელმაც მოიგო ტენდერი 568 540 ლარის შემოთავაზებით. სამუშაოების შედეგად, მოასფალტდა გზის 694 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, ქართულ სკოლამდე.

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან:

ორლოვკის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გზა სოფლის ბოლომდე გადის და ის ნაწილი, რომელიც არაა მოასფალტებული, ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება: “ტენდერი მოიგეს, სკოლამდე გააკეთეს ასფალტი, თუმცა გზის დანარჩენი მონაკვეთი ისევ ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. გაზაფხულზე საშინელი მდგომარეობაა, როცა თოვლი დნება. სულ ტალახია, ვერც მანქანები ნორმალურად მოძრაონებ, ვერც ქვეითები. მოხრეშვა მაინც საჭიროა, თითო ქუჩაზე 5-6 მანქანა.” – ამბობს ორლოვკის ერთ-ერთი მცხოვრები.

Radio NOR · ორლოვკის მოსახლეობას ასფალტის გაგრძელება სჭირდება

იმის გასარკვევად, დაგეგმილია გზის მოასფალტების გაგრძელება თუ არა, ჩვენ მივმართეთ ნინომწინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. არარატ დარბინიანის თქმით, გზა მოასფალტებულია პროექტის მიერ დაგეგმილი თანხისა და მონაკვეთის მიხედვით, და ასფალტის გაგრძელება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

წაიკითხეთ ასევე: