დაპირებებიდან რეალობამდე: დაუმთავრებელი სპორტული დარბაზის ისტორია თორიაში

დაპირებებიდან რეალობამდე: დაუმთავრებელი სპორტული დარბაზის ისტორია თორიაში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 16 000 ლარი გამოიყო.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ამ თანხით სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობის მეორე ეტაპი უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღეს, რომ ახალგაზრდებისთვის სოფელში დროის გატარების ადგილი არ არის, განსაკუთრებით ზამთარში. ფრენბურთის სათამაშოდ ახალგაზრდები საკუთარი სახსრებით ახლომდებარე სოფელ ეშთიაში მიდიან.

თორიაში მცხოვრები რუბენ მალხასიანი ამბობს: “დაუმთავრებელი სპორტული დარბაზი გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის 16 000 ლარის თანხა გამოიყოს. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა პირობა დადო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 72 000 ლარი უნდა გამოიყოს, რათა წელს სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდეს. მაგრამ დაპირება არ შესრულდა.”

Radio NOR · Фундамент для раздевалки: Новый этап строительства спортзала в Тории

როგორც მერის მოადგილის, არმენ ბდოიანთან გავარკვიეთ, მერიამ სოფელ თორიას სპორტული დარბაზის კედლებისა და სახურავის მშენებლობისთვის დამატებითი თანხები გამოყო, თუმცა იმის გამო, რომ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია, სამუშაოები არ ჩატარებულა.

ტენდერების ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტული დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. მაგრამ არავინ მიიღო მონაწილეობა და ტენდერი არ შედგა. სატენდერო თანხა 87,600 ლარი იყო ბიუჯეტიდან 82%, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18%.

ვრცლად მიმაგრებულ დოკუმენტში:

პროექტი by Radio NOR

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ თორიაში 16 000 ლარად ჩაისხა გასახდელის საძირკველი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თორიაში სპორტული დარბაზის საძირკველი დაიგო, 2022 წელს კი 16 000 ლარის ოდენობით სპორტული დარბაზის მშენებლობა გაგრძელდა. 2022 წელს გაგრძელდა სპორტული დარბაზის მშენებლობის მე-2 ეტაპი, რომლის ღირებულებამ 12 000 ლარი შეადგინა.