თორიის მოსახლეობას სურს მყუდრო ადგილი ურთიერთკომუნიკაციისა და დასვენებისთვის

თორიის მოსახლეობას სურს მყუდრო ადგილი ურთიერთკომუნიკაციისა და დასვენებისთვის

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიას მცხოვრებლები ყველა არსებულ პრობლემას შორის ხაზს უსვამენ იმ ადგილის არარსებობას, სადაც შეეძლოთ შეკრება და თავისუფალი დროის გატარება.

მოსახლეობა, რომელსაც სოფელში ვესაუბრეთ, აღნიშნავს, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა და მათ შორის აღნიშნა, რომ მათ სურთ ადგილი, სადაც შეუძლიათ შეიკრიბონ და გაატარონ თავისუფალი დრო.

ასეთი თავშეყრის ადგილის არარსებობის გამო მოსახლეობა იძულებულია სოფლის ცენტრში ქუჩაში შეიკრიბოს. უფროსი თაობა კი ზამთარში ვაგონს იყენებს, რომელიც ერთ-ერთი მეზობლის ეზოში დგას. “ჩვენ გვინდა, რომ სოფელს ჰქონდეს ადგილი, სადაც შეგვეძლება შევხვდეთ და ვესაუბროთ ერთმანეთს, განვიხილოთ ახალი ამბები, ვითამაშოთ ჭადრაკი. თქვენ ხედავთ, სად ვიკრიბებით, ზამთარში ძალიან ცივა”, – ამბობენ სოფელ თორიას მცხოვრებლები.

სოფლის ახალგაზრდებს სურთ, რომ სოფელში ჰქონდეთ სპორტული დარბაზი, სადაც დროის გატარება და სპორტის დაკავება შეეძლებათ. ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით და “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში, სოფელში სპორტული დარბაზი აშენდა. მაგრამ სპორტული დარბაზის მშენებლობა არ დასრულებულა.

Radio NOR · Жители Тории хотят уютное место для общения и отдыха