ნინოწმინდაში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო

ნინოწმინდაში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო

სულ მალე ახალი წელი დადგება და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა ქალაქის მორთვა დაიწყო.

წელს, გამოცხადებული ტენდერის თანახმად (NAT230024508), საახალწლო დეკორაციების შეძენისა და მონტაჟისთვის  ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოიყო 49 000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო არარატ არზუმანიანმა და ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის შერჩევა/შეფასება, თუმცა საახალწლო დეკორაციები უკვე რამდენიმე ადგილას დამონტაჟებულია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად წელს ქალაქში სხვადასხვა დეკორაციები დამონტაჟდება. საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობის დოკუმენტის თანახმად, ქალაქში უნდა დამონტჟდეს შემდეგი დეკორაციები: ქალაქის ცენტრში დასამაგრებელი ლედ კონსტრუქციები, ქალაქის ცენტრში ბეტონის ბოძებზე დასამაგრებელი ლედ კონსტრუქციები, ჩამოსაკიდი საახალწლო განათება “ჯონჯოლი”, რომლის სიგრძე 10 მეტრი იქნება, მთავარი ნაძვის ხის ახალი დიზაინისთვის საჭირო ვარსკვლავები, 2D ოქროსფერი დეკორაცია “არკა”, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია, ახალი წლის რიცხვის გამომხატველი 2 მეტრიანი 2D დეკორაცია (2024), ნაძვის ხის 1 მეტრიანი კარკასი, დეკორატიული ბადე კარკასისთვის, ციმციმა სტრინგი და ა.შ.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია მიმაგრებულ ფაილში:

danarti 1 by Radio NOR on Scribd

აღნიშნული დეკორაციების მოწოდება კომპანიის მხრიდან უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 18 დეკემრისა, ხოლო ნაძვის ხის მორთვა უნდა დამთავრდეს არაუგვინეს 23 დეკემრისა. 23 დეკემბერს საახალწლო ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება მოეწყობა. ამასთან ერთად, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, ასევე იგეგმება საახალწლო ღონისძიება.

წაიკითხეთ ასევე: