ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კამერები დაყენდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კამერები დაყენდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშეი გახშირდა ქალაქში მდებარე პარკების აღჭურვილობის გამიზნული გაფუჭება-განადგურებისა და ზიანის მიყენების ფაქტები მოსახლეობის მხრიდან.

რადიო NOR-ს არაერთხელ მოუწვდია მოსახლეობისთვის ქალაქის მიმართ ზრუნვისა და კეთილგანწყობის გამოხატვისთვის, თუმცა მოქალაქეების დაუდევარი ქცევა და საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობის საკითხი მაინც არსებობს და ქალაქის ახალად რეაბილიტირებულ პარკებში ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.

ამ საკითხის მოსაგვარებლად, 19 დეკემბერს ნინოწმინდის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სათვალთვალო კამერების შეძენისა და მონტაჟისთვის. ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელ, შირაკ გალოიანის თქმით, მსგავსი ღონისძიება საჭიროა მოქალაქეების დაუდევარი ქცევის თავიდან ასაცილებლად. კამერები დაყენდება ჰაიოს-ქართლოსისა და ცენტრალურ პარკებში, ასევე მერიის ტერიტორიაზე.

ტენდერის მიხედვით, მერია გეგმავს 22 ცალი კამერის შეძენას, ამასთან ერთად შეიძენენ სადენებს, მყარ დისკებს, მონიტორებს და დანარჩენ საჭირო მოწყობილებებს. კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 17 000 ლარი.

რადიო NOR-ი მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას შემდეგ მასალებში.