არტიომ ქოსიანმა Gipa DocU 2023 კინოფესტივალის ფარგლებში უფასო განათლების სტიპენდია მიიღო

არტიომ ქოსიანმა Gipa DocU 2023 კინოფესტივალის ფარგლებში უფასო განათლების სტიპენდია მიიღო

17 დეკემბერს GIPA DocU 2023 კინოფესტივალის ფარგლებში თბილისში GIPA MediaLab-ის მიერ შექმნილი საავტორო მულტიმედიური პროექტების ყოველწლიური ჩვენება გაიმართა.

მონაწილეობდნენ დოკუმენტური ფილმების ავტორები ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან და მარნეულიდან.

პროექტის მონაწილე არტემ ქოსიანმა, დოკუმენტური ფილმების კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, GIPA-ს უნივერსიტეტში შემდგომი სწავლისთვის გრანტი მოიპოვა.

არტიომმა GIPA MediaLab-ის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში სასწავლებლად სტიპენდია უფასოდ მიიღო.

არტიომი GIPA MediaLab-ს უკვე სამი წელია ესწრება. წლის განმავლობაში qოსიანი მუშაობდა პროექტზე “ასპარა: მოჩვენების სოფელი”, რომელშიც ჰყვება სოფელზე, სადაც არავინ ცხოვრობს.

ამჟამად არტიომი ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ქოსიანის თქმით, ის ამ სასწავლო წელს ილიას უნივერსიტეტს დაასრულებს და სწავლას GIPA MediaLab ინსტიტუტში გააგრძელებს, აუდიოვიზუალური მედია ხელოვნების ფაკულტეტზე.

კითხვაზე, რატომ აპირებდა უნივერსიტეტების შეცვლას, არტიომმა უპასუხა, რომ ილიას უნივერსიტეტს არ ჰქონდა ის პროფესია, რაც მას სურს.

როგორც არტიომმა განაცხადა, ერთი თვის წინ მან და ჟანა ჩოგანდარიანმა გადაიღეს ფილმი “გაბრიელი და რკო”. ამ ფილმმა დოკუმენტური ფილმების კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო 500 დოლარი შემდგომი განვითარებისთვის. ფილმი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც სმენა უჭირს.

GIPA DocU 2023 კინოფესტივალის ფარგლებში, სპირიდონ ბაკირიანს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ფილმით “სახლი-ეკლესია” და ლილიტ კარაპეტიანს ფილმით “ქორწინება 13 წლის ასაკში” სპეციალური პრიზი გადაეცა.

GIPA Media Lab პროგრამა ჯავახეთში 2016 წელს დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სწავლობენ როგორ შექმნან აუდიოვიზუალური ისტორიები, იმუშაონ სოციალურ ქსელებში, ასევე ფოტოებზე, მულტიმედიურ პროექტებსა და დოკუმენტურ ფილმებზე.

საუკეთესო პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ფოტო და ვიდეო კამერები და აუდიოვიზუალური წარმოებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა. საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ მთავარი პრიზი და შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისწავლონ GIPA-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

“მულტიმედიური უნარები მულტიკულტურული საქართველოსთვის” პროექტის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდებს მიაწოდოს ცოდნა კომუნიკაციის, კინოს, სოციალური ქსელებისა და მეწარმეობის სფეროებში, ასევე მედიაწიგნიერება, რომელიც აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოს ყველა პროფესიისთვის. კურსები ასევე ტარდება ქვემო ქართლის მხარეში.