სოფელ ეფრემოვკის მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა

სოფელ ეფრემოვკის მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში, “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში მინი სტადიონის მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოები ჩატარდა.

ამის შესახებ NOR რადიოსადგურს გორელოვკის სოფლის თემის წარმომადგენელმა, მნაცაკან ბაბაჯანიანმა განუცხადა: “სოფელ ეფრემოვკაში მინი სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა. მინდორი მთლიანად შემოღობილია. მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ სათამაშო მოედნის მშენებლობის დასრულებას “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში.”

Radio NOR · Եֆրեմովկայի մինի մարզադաշտի կառուցման աշխատանքներն ավարտվել են

შეგახსენებთ, რომ “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში გორელოვოს სოფლის თემისთვის 49,437 ლარი გამოიყო, სადაც კომპანია “შპს არომ” 46,497 ლარით მოიგო ტენდერი შემდეგი სამუშაოების ჩასატარებლად:

  1. სოფელ სამებაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 9,887.5 ლარი გამოიყო.
  2. სოფელ ჟდანოვაკანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 11,865 ლარია გამოყოფილი.
  3. სოფელ ეფრემოვკაში მინი სტადიონის მშენებლობისთვის 9,887.5 ლარი გამოიყო (ეტაპი 3).
  4. სოფელ გორელოვკაში სპორტული გასახდელის რეკონსტრუქციისათვის-5932 ლარი.
  5. სოფელ ორლოვკაში სანიაღვრე სისტემისთვის-11,865 ლარი.