დასრულებულია თუ არა ეფრემოვკაში სათამაშო მოედნის სამუშაოები?

დასრულებულია თუ არა ეფრემოვკაში სათამაშო მოედნის სამუშაოები?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო მოედნების კეთილმოწყობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ახორციელებს ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი. ტენდერში გაიმარჯვა 295,040 ლარის ოდენობის თანხის შემოთავაზებით.

მოედნების ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდება სოფლებში: ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, კატნატუ, ოროჯალარი, სათხა, დ.ხანჩალი და ქალაქ ნინოწმინდის უბნები – ხოჯაბეკი და ნორაშენი.

რადიო NOR-ი თვალს ადევნებს სამუშაოების მიმდინარე პროცესებს. დღეისთვის, ეფრემოკვკაში მდებარე სათამაშო მოედანზე სამუშაოები ჩატარებულა, განახლებულია კაუჩუკის რბილი საფენი, დამონდაჟებულია ახალი ატრაქციონები, დაგებულია ბილიკი, დამონტაჟებულია სკამები, შემოღობილია ტერიტორია და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ სამუშაოებს ახორციელებს ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი. სამუშაოების შესრულების ვადა იყო 20 კვირა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. სამუშაოების ჩატარებისას ჩვენ დავუკავშირდით გორელოვკის სოფლის თემის რწმუნებულ, მნაცაკან ბაბაჯანიანს. მისი თქმით, სამუშაობი უნდა დასრულებულიყო 15 ნოემბერს და მანამდე კომპანია მოასწრებდა სამუშაოების დამთავრებას, თუმცა, სამუშაოები გაგრძელდა დეფექტების აღმოფხვრის მიზნით. მოგვიანებით, ჩვენ მივმართეთ ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, სადაც მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიას გაუგრძელდა ვადა და სამუშაოები მთლიანად უნდა დამთავრებულიყო და ჩაბარებულიყო 10 დეკემბერს. 

დღეს რადიო NOR-მა ისევ მიმართა ნინოწმინდის ინფრასტრუქტურის სამსახურს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არმენ ბდოიანის თქმით, სამუშაოები დამთავრებულია, თუმცა მერიაში არ ჩაბარბეულა.