გაგრძელდება თუ არა სათამაშო მოედნების კეთილმოწყობა თოვლის პირობებში?

გაგრძელდება თუ არა სათამაშო მოედნების კეთილმოწყობა თოვლის პირობებში?

ფოტო წარმოდგენილია ოროჯალარის სოფლის სპეციალტს, მიშა ქეიანის მიერ. 

ნინოწმინდაში თოვლი მოვიდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო მოედნების მოწყობაზე სამუშაოები არ დასრულებულა, უამინდობამ კი, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამუშაოების მიმდინარეობაზე და სათამაშო მოედნების მოწყობის დასრულებაზე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სათამაშო მოედნების მდგომარეობის გასაუმჯობესებლადბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო. სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელია ინდივიდუალური მეწარმე რაზმიკ ღუმაშიანი. მან ტენდერში გაიმარჯვა და თავისი მომსახურება 295,040 ლარის ოდენობით შესთავაზა. ყველა სამუშაოს დასრულების სავარაუდო დრო 20 კვირაა.

რადიო NOR-მა მიმართა მერიის ინფრასტრუქტურის სასახურს, იმის გასარკვევად, არის თუ არა დიდთოვლობა დაბრკოლება სათამაშო მოედნებზე მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაოების გაგრძელებისთვის.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, თოვლი მუშაობის გაგრძელების დაბრკოლება არ არის.

“რაზმიკ ღუმაშიანის კომპანიას დეფექტების აღმოსაფხვრელად დამატებითი დრო აქვს გამოყოფილი და ეს სამუშაოები არანაირად არ უკავშირდება თოვლს და სამუშაოების უმეტესობა უკვე შესრულებულია. სამუშაოები 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა არმან ჰარუთუნიანმა.

შეგახსენებთ, რომ მოედნების ტერიტორიის კეთილმოწყობა განხორციელდება შემდეგ სოფლებში: ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, კატნატუ, ოროჯალარი, სათხა, დ. ხანჩალი და ნინოწმინდაში – ხოჯაბეკი და ნორაშენი.