სოფელ ჟდანოვაკანში 2021 წელს საბავშვო მოედნის ასაშენებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12 000 ლარი გამოიყო. 2023 წელს მოედნის კეთილმოწყობა დასრულებულია.
ამის შესახებ რადიო NOR-თან ინტერვიუში სოფელ ჟდანოვაკანის სპეციალისტმა, ოვსეფ ანტანოსიანმა ისაუბრა: “საბავშვო მოედანზე დაგეგმილი სამუშაოები დასრულებულია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 000 ლარი იყო გათვალისწინებული (ზუსტ ოდენობას ვერ ვიტყვი). დაიმატა რამდენიმე სათამაშო, შემოიღობა ტერიტორია, დამონტაჟდა სკამები და ა.შ.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:
ადრე რადიო NOR-მა გააჟღერა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საბავშვო მოედნების მშენებლობა დაიწყო. სოფლებში ჟდანოვაკანი, ეფრემოვკა, კატნატუ, ოროჯალარი, სათხა, დიდი ხანჩალი და ნინოწმინდის უბრებში – ხოჯაბეკი და ნორაშენი, – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო საბავშვო მოედნების კეთილმოწყობაზე. ტენდერი მოიგო რაზმიკ ღუმაშიანის კომპანიამ 295 040 ლარის შემოთავაზებით:
წაიკითხეთ ასევე: