როდის მოხდება სომხეთისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია? – საგზაო დეპარტამენტის პასუხი

როდის მოხდება სომხეთისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია? – საგზაო დეპარტამენტის პასუხი

ნინოწმინდის ცენტრალური ქუჩა ცუდ მდგომარეობაშია. ტროტუარები დანგრეულია, გზის გასწვრივ კი ბევრი ღრმა ორმოა, რაც საფრთხეს უქმნის მძღოლებს და ქვეითებს.

რადიო NOR-მა ბევრჯერ მიმართა საქართველოს სავტომობილო გზების დეპარტამენტს, რათა გაერკვია, რა სამუშაოები იგეგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით 13 დეკემბერს და მეორე დღეს ნინოწმინდაში დაიწყო ორმოების შეკეთების სამუშაოები. 

გუშინ, 28 დეკემბერს, ჩვენ მივიღეთ პასუხი საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტიდან, სადაც განმარტულია ის საკითხი, თუ რა სამუშაოებია დაგეგმილი გზის რეაბილიტაციისთვის. მოკლედ რომ განვიხილოთ დეპარტამენტის პასუხი, – კომპანია “ჯავახავტოგზა” ახორციელებს გზის მოვლა-შენახვის სამუშოებს, ხოლო რაც შეეხება რეაბილიტაციას: “ვინაიდან მიმდინარე და მომდევნო წლის გეგმა პრაქტიკულად უკვე ფორმირებულია, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი საავტომობილო გზის (ახალციხე-ნინოწმინდა; ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, საჭიროების შესაბამისად განხილული იქნება მომდევნო წლების გეგმების ფორმირებისას.”

იხილეთ წერილი სრულად: