როდის შეკეთდება ქუჩის ტრენაჟორები ნინოწმინდაში

როდის შეკეთდება ქუჩის ტრენაჟორები ნინოწმინდაში

ნინოწმინდის ქუჩის ტრენაჟორები შეკეთებას საჭიროებს.

რადიო NOR-მა არაერთხელ გააჟღერა ინფორმაცია ტრენაჟორების შეკეთების შესახებ. 29.09.2023 წელს რადიო NOR-მა კვლავ მიმართა ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის და ასევე შიდა აუდიტის სამსახურს. კონტროლის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჟირაირ შაიბეკიანის თქმით, იფრასტრუქტურის სამსახური უკვე მიუმართავს პასუხისმგებელ კომპანიას საკითხის თაობაზე და ელოდებიან რეაგირებას. ტრენაჟორების მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა უკეთესისაკენ.

დღეს, 23 იანვარს, რადიო NOR-მა ისევ მიმართა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. შირაკ გალოიანის თქმით, ტრენაჟორი შეკეთდება გაზაფხულზე. მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ახალი ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟზე და ახალი ტრენაჟორების დამონტაჟებისას, მერია მიმართავს გამარჯვებულ კომპანიას არსებული ტრენაჟორების შეკეთების თაობაზე. შირაკ გალოიანმა ასევე ახსენა, რომ არსებული ტრენაჟორების ხელშეკრულების ვადა დასრულებულია, გაფუჭების მიმეზი კი ძირითადად მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულებაა ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართ.

გარდა წყობიდან გამოსული ტრენჟორისა, ადგილზე შესამჩნევია მოსახლეობის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და გამიზნული დანაგვიანება, – ტრენაჟორებში ჩატენილია ერთჯერადი პარკები და ჩიფსების შეფუთვა.

რადიო NOR-ი მოუწოდებს მოსახლეობას, ახალგაზრდებს და მათ მშობლებს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოხატონ ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში ტრენაჟორების მონტაჟის ტენდერი გამოცხადდა 2021 წელს, თუმცა, მკაცრი ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოები გაგრძელდა 2022 წლის ოქტომბრამდე. ამისათვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან გამოიყოფა 33 000 ლარი, თუმცა კომპანიას დასჭირდა 27 388 ლარი. სამუშაოებს კომპანია “მეგობრობა-5” ახორციელებდა.