რა სიხშირით იწმინდება ქალაქის ქუჩები თოვლისაგან

რა სიხშირით იწმინდება ქალაქის ქუჩები თოვლისაგან

წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პერიოდული, უხვი თოვლის ნალექია და მუნიციპალიტეტის ქუჩები ხშირ გაწმენდას საჭიროებს.
უხვი თოვლის ნალექი ქალაქში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობას ართულებს და ეს გზები ხშირ გაწმენდას საჭიროებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა რადიო NOR-თან საუბარში განაცხადა, რომ ქალაქისა და სოფლებში მიმავალი გზები, საჭიროების შემთხვევაში, იწმინდება, რათა მოსახლეობას გადაადგილების სირთულეები არ გაუჩნდეთ. ბდოიანის თქმით, იწმინდება არა მხოლოდ ცენტრალური ქუჩები, ასევე ქალაქის შიდა გზები.

ერევანიანის ქუჩის მკვიდრი ამბობს, რომ საკმაოდ კმაყოფილი არიას ქუჩების მდგომარეობით. სხვა მოქალაქემ კი აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ასევე გაიწმინდებოდა ქალაქის ცენტრში მანქანების პარკინგი, ე.წ. “სტაიანკა”, სადაც მოქალაქეები თავაინთ მანქანებს აპარკინგებენ.

Radio NOR · რა სიხშირით იწმინდება ქალაქის ქუჩები თოვლისაგან

თუ რა ვითარებაა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ რადიო NOR-ის მიერ გადაღებულ ფოტო რეპორტაჟში:

აბოვიანის და პუშკინის კვეთა

აბოვიანის ქუჩა

პუშკინის ქუჩა

თავისუფლების ქუჩა

თავისუფლებისა და პუშკინის კვეთა

პუშკინის ქუჩა

წაიკითხეთ ასევე: